სავაჭრო პოლიტიკა

სავაჭრო პოლიტიკა

შპს „თამოსკინი“-ს სავაჭრო პოლიტიკა
წესები და პირობები
დასახელება : შპს „თამოსკინი“
საიდენტიფიკაციო კოდი: 404675339
მისამართი : ქ. თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ნინო და ილია ნაკაშიძეების ქ#1, ბ#3
ტელეფონი: 558000660
ელ.ფოსტა: info@tamoskin.com.ge
ვებ.გვერდი: www.tamoskin.com.ge

კანონისმიერი გარანტია
მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონელი. საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი შეესაბამება მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ აღწერას და მას აქვს იგივე თვისებები, რომლებიც მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის წარდგენილ საქონლის ნიმუშს ჰქონდა.
მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული აღწერის არარსებობის შემთხვევაში საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი გამოსადეგია იმ მიზნისთვის, რომლის თაობაზედაც მომხმარებელმა მოვაჭრეს ხელშკრულების დადების დროს აცნობა და რომელსაც მოვაჭრე დაეთანხმა.
თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის შეცვლა ან უკან დაბრუნება, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.

საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთი-ერთი შემდეგი პირობა:
• საქონლის შეცვლა შეუძლებელია.
• მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა.
• მოვაჭრის მიერ საქონლის შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.
მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე ეს შესაძლებელია.

ნივთის დაბრუნება:

ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:
• მოვაჭრეს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.
• გასწიოს საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი.
• იმ შემთხვევაში, თუ ნივთის მახასიათებლები არ შეესაბამება საიტზე მითითებულ მონაცემებს, ნივთს გააჩნია თავდაპირველი ნაკლი ან ნივთი დაზიანებულია ტრანსპორტირების შედეგად, პროდუქციის უკან დაბრუნებას უზრუნველყოფს მოვაჭრე თავისი რესურსით.
• მომხმარებელი ვალდებულია სრულად დააბრუნოს ნივთი ყველა თანდართულ დოკუმენტთან ერთად
• მოვაჭრე ვალდებულია ნივთის უკან დაბრუნების შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, უკან დაუბრუნოს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა. მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება.
• თანხის ანაზღაურება მოხდება გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს.
• მომხმარებლის მიერ დისტანციურ ხეშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს ხელშეკრულებიდან მის გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.
• ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად ქარწყლდება მხარეების მიერ დისტანციური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ის, რაც მხარეებმა მისი შესრულებით მიიღეს, მათ უბრუნდებათ.

ნივთის დაბრუნება შეუძლებელია, თუ:
• ამოიწურა მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული 7 კალენდარული დღე.
• შეუძლებელია ნივთის იდენტიფიცირება.
• გაყიდულ ნივთზე მონაცემები/წარწერა წაშლილი ან შეცვლილია.
• დაზიანება გამოწვეულია ფიზიკური ზემოქმედებით.

სავაჭრო ობიექტში შეძენილი საქონლის მიწოდების პირობები:
• მიწოდება შეძენისთანავე.
• აქციისას პროდუქცია არ ბრუნდება.

ონლაინ შეკვეთის მიწოდება:
• მიწოდება მაქსიმუმ 30 დღეს. (გარდა გამონაკლისი ქვეყნებისა, სადაც შესაძლოა მოქმედებდეს გადამიზი კომპანიის მიერ წინასწარ განსაზღვრული სპეციალური ვადები)
• თბილისი – ფასიანი საკურიერო მიწოდება.
• რეგიონი – ფასიანი საკურიერო მომსახურება

ონლაინ შეძენილი ნივთის დაბრუნება
• დაბრუნება შესაძლებელია 14 დღეში.
• ვადა ითვლება მიღებიდან.
• დაბრუნებისას ნივთი უნდა იყოს გამოუყენებლი და დაუზიანებელი.

ფორს- მაჟორი

• არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს ნაკისრი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისთვის, თუ შეუსრულებლობა გამოწვეულია სტიქიური და ტექნოლოგიური კატასტროფებით, ხანძრით, საომარი მოქმედებით, სამთავრობო გადაწყვეტილებით და ეს მოვლენები დაიწო ან განვითარდა შეკვეთის შეძენის შემდეგ.
• თუ ჩამოთვლილი გარემოებებიდან უშუალოდ რომელიმე მოქმედებს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების წინამდებარე სამომხმარებლო წესებისა და პირობებით განსაზღვრული შესრულების ვადაზე, ეს ვადა გაგრძელდება დაუძლეველი ძალის გარემოების მოქმედების ხანგრძლივობის შესაბამისად.
• მხარე, რომელსაც წამოეჭრა დაუძლეველი ძალის გარემოება, ვალდებულია ასეთი გარემოების, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და შეწყვეტის შესახებ შეატყობინოს მეორე მხარეს.
• არშეტყობინება ან დაგვიანებით შეტყობინება უფლებას ართმევს მხარეს, გამოიყენოს ზემოთ მოყვანილი დაუძლეველი ძალის მოვლენები პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძვლად.

ჩვენ შესახებ

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur cing elit. Suspe ndisse suscipit sagittis leo sit met condimentum estibulum issim Lorem ipsum dolor sit amet, consectetur cing elit.